მეგა სკოლა📚თბილისში, დავით აღაშენებლის ხეივანის მე-12 კმ-ზე მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი – ,, განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“-ს პროექტის ფარგლებში 1700 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა.მშენებლობა დასრულდა და ამ ეტაპზე სასკოლო ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. სკოლის შენობა A da B ბლოკებისგან შედგება – A ბლოკში განთავსდებიან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები, B ბლოკში კი საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. ბლოკები ერთმანეთთან გადასასვლელი გალერეებით არის დაკავშირებული. მათი კონფიგურაცია და ურთიერთგანლაგება წარმოქმნის სამ შიდა ეზოს, სადაც მოეწყო სათამაშო და დასასვენებელი ზონები. შენობა ადაპტირებულია და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისია. სკოლაში იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკონფერენციო დარბაზები, სასადილო, ექიმის კაბინეტი, 3 სპორტული დარბაზი.

 

მეგა სკოლაში #ხედარგე აქციის ფარგლებში ყველა კლასს გამოეყო საკუთარი სივრცე სადაც ერთად ვამწვანებთ სკოლის გარემოს