სსიპ ქალაქ თბილისის N 221 საჯარო “მეგა” სკოლის მისია

  1. მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების მიზნით შესაბამისი გარემოს შექმნა.
  2. შექმნას საჭირო პირობები თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის;
  3. განავითაროს მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, უზრუნველყოს აუცილებელი ცოდნით, ხელი შეუწყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ხელი შეუწყოს საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
  4. ხელი შეუწყოს ინკლუზიური განათლების დანერგვას;
  5. მუდმივად გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი და იზრუნოს თანამშრომლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე;
  6. უზრუნველყოს ზოგადი განათლების ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა;
  7. მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს დამოუკიდებლად და კრიტიკულად აზროვნების უნარი;
  8. უზრუნველყოს ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოსავლენად და დაეხმაროს მათ განვითარებაში;

სსიპ ქალაქ თბილისის N 221  საჯარო მეგა-სკოლის  SWOT-ანალიზი
სსიპ ქალაქ თბილისის N221 საჯარო მეგა-სკოლის განვითარების ერთწლიანი გეგმა შემუშავდა SWOT-ანალიზის მეთოდით. კონკრეტული ღონისძიებების გატარების საჭიროება გამოიკვეთა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების ანალიზის საფუძველზე. არსებული ვითარება შეფასდა შემდეგნაირად:

სკოლაში თანაბარი ყურადღება ეთმობა თითოეული საგნის სწავლებას;
სკოლას აქვს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურა;
სკოლას აქვს გამართული ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და ჰყავს დაცვა (დარაჯები) რაც უზრუნველყოფს სკოლის უსაფრთხო გარემოს;
სკოლაში დასაქმებულნი არიან განათლების მიმართულებით გამოცდილი და კვალიფიციური კადრები;
სკოლის მასწავლებლებს აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, შემოქმედებითად მუშაობისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
სკოლა უზრუნველყოფს მასწავლებლებს მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობით, ყველა მასწავლებელი დასაქებულია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
სკოლა ხელს უწყობს მასწავლებლებს საკუთარი პროესიული განვითარების მიზნით მონაწილეობა მიიღონ როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო კონკურსებში, კონფერენციებში და მიღებული ცოდნა და გაოცდილება გაუზიარონ კოლეგებს და დანერგონ პრაქტიკული საქმიანობისას.
სკოლაში უზრუნველყოფილია მშობლის მაქსიმალური ჩართულობა სასწავლო პროცესში.
სკოლას აქვს დამატებითი შემოსავლები ეკონომიკური საქმიანობიდან გამომდინარე;
სკოლა სთავაზოს მოსწავლეებს მრავალფეროვან დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას.
“სუსტი მხარეები”

ხორციელდება დაწყებითი, საბაზო და საშუალო განათლების პროგრამა;
მოსალოდნელია კადრების დენადობა;
არსებულ სფეროში შესაბამისის სტატუსის მქონე კვალიფიციურ კადრთა სიმცირის რისკი;

სკოლას აქვს სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერა (ვაუჩერი);
სკოლას აქვს დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები;
სკოლას შეუძლია მოიზიდოს ინვესტიციები და გრანტები როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით;
“საფრთხეები”

სკოლას შეიძლება პერიოდულად წარმოეშვას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციული, აკადემიური პრობლემები.
მასწავლებელთა გუნდში შეიძლება შეიქმნას ფსიქოსოციალური ხასიათის პრობლემები და გაუგებრობები, რომლებმაც შეიძლება კონფლიქტური სიტუციები შექმნას;